საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მკვლელობა მოხდა. 39 წლის მამაკაცი შამხან ვეჩილოვი, ეჭვმიტანილია, რომ საკუთარ ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორ ადამიანს ესროლა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ერთი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოასწრო. ის ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა.
“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია.
“108-ე მუხლით არის გამოძიება დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეგვიძლია”.