მალიში სასტუმრო რედისონში 100-ზე მეტი მძევლია
მალიში, სასტუმრო „რედისონში“, ინდოეთის 20 მოქალაქეა მძევლად აყვანილი – ამის შესახებ CNN ავრცელებს ინფორმაციას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 80-მა ადამიანმა სასტუმრო დატოვა, თუმცა, სასტუმროს მეპატრონეების მტკიცებით, „რედისონში“ 138 ადამიანი კიდევ რჩება. სასტუმროში ასევე იმყოფება 12 ფრანგი ჯარისკაცი, რომლებიც სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მალისში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. ოლანდის თქით, იგი მალის ხელისუფლებას დაუკავშირდა და საჭიროების შემთხვევაში ფრანგული მხარე დაეხმარება ქვეყანას გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან.
აშშ-ს შეიარაღებული ძალები უკვე ჩართულნი არიან მიმდინარე სპეცოპერაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ისლამისტი მებრძოლები შეიჭრნენ მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე „რედისონის“ სასუმროში, სადაც მძევლად აიყვანეს 170 ადამინი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელების მანქანას, რომლითაც ისინი სასტუმროში მივიდნენ, დიპლომატიური ნომრები ჰქონდა, ამიტომ თავისუფლად შეაღწიეს „რედისონში“, რადგან აღნიშნულ სასტუმროში ძირითადად უცხოელები ჩერდებიან ხოლმე.