„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ზურა ჯაფარიძის მიერ „გირჩის“ სხვა ლიდერებთან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა.
როგორც მდინარაძე აცხადებს, ოპოზიცია ცდილობს, შიდა დაპირისპირებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ “შიდა დუღილია.”
„თქვენც არ იცით ჯერჯერობით ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა -არ შესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის.
“გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.