“გირის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას “გირჩის” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს
“მოლაპარაკებები მიდის. ერთადერთი ის არის დაზუსტებული, რომ ეს 4 ადამიანი არ გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთ პარტიაში. აწი რა მოხდება, ყველაფერი ახლა წყდება”, – განუცხადეს ფორმულას პარტიაში.
ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, “გირჩის ბაბლშიც” დაწერა:
“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.
ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო”, – წერს ჯაფარიძე.