მთავარი ციტატა

“ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა”- ცერცვაძე კოლეგების კრიტიკაზე

“ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ.

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი

ამის შესახებ თენგიზ ცერცვგაძემ “დღის ნიუსრუმში”, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების კრიტიკის პასუხად განაცხადა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები საქართველოს მთავრობასა და ეპიდემიოლოგებს ვირუსის მათვის კუთხით აკრიტიკებენ. 

 

 

იტვირთბა....