ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა “რემდესივირი” თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და სხვებისთვის არა”- ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სამკურნალოდ პრეპარატ “რემდესივირის” უცხოეთიდან გამოგზავნის გამო მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას ეხმიანება.

მისივე თქმით, ეს პრეპარატი სახელმწიფოს მარაგში არ აქვს, ამიტომ  ის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არაა.

ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ის კორონავირუსით ინფიცირებული იყო, “რემდესივირი” მეგობრებმა საზღვარგარეთიდან გამოუგზავნეს და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა იყოს.

“ჩემ თავზე მაქვს უფლება, თუ მე მწამს, თუნდაც ჯანმოს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო. წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და არა სხვებისთვის. აქ მარტივი საკითხია – ეს არ იყო სახელმწიფო მარაგი. სახელმწიფო მარაგი ჯერ არ შემოსულა. ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ, გუშინწინ მოეწერა ხელი დადგენილებას და ეს შემოვა 2 კვირაში.

მე მეგობრებმა უცხოეთიდან გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს, თუკი პაციენტს, მითუმეტეს ექიმს სწამს ამ მედიკამენტის და უნდა გადაისხას? რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?” – თქვა ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, გამოჯანმრთელების შედმეგ, თენგიზ ცერცვაძემ პირველი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მან მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პრეპარატი “რემდესივირი” გადაისხა. ხოლო, ვინაიდან ეს პრეპარატი ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს. ამ განცხადებას მისი მისამართით დიდი კრიტიკა მოჰყვა.

იტვირთბა....