“ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა, არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.”
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი.
ამის შესახებ “იმედის კვირას” განუცხადა.
ცნობისათვის, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.