“უნდა გვახსოვდეს, რაც უფრო მკვეთრ შეზღუდვებს ვუწესებთ საზოგადოებას, მათ უჭირთ ამ მკაცრი შეზღუდვების შესრულება. ეს შეზღუდვები ყოველთვის არის მოკლევადიანი და მის მოხსნას ყოველთვის მოყვება ხოლმე ინფექციის აფეთქება. თუ ეს შეზღუდვები არის ზომიერი და საზოგადოებას შესრულება არ უჭირს, მაშინ თანმიმდევრულად ხორციელდება და ინფიცირებულთა რიცხვიც იკლებს.”
ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში კორონავირუსის მართვაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.
იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.