“მკაცრი ჩაკეტვა, მერე სრული ქაოსი, მერე ისევ მკაცრი ჩაკეტვა. პრაქტიკულად, როცა ეს თანმიმდევრულობა არ არის, შესაძლოა ჩვენ ასეთი დიდი აფეთქებებით მოგვიწიოს სიარული.”
ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში კორონავირუსის მართვაზე საუბრისას განაცხადა.
მისი მოსახრებით, “რაც უფრო მკვეთრ შეზღუდვებს ვუწესებთ საზოგადოებას, მის მოხსნას ყოველთვის მოყვება ინფექციის აფეთქება.”
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.