ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტთან “ლოქდაუნის” გაუქმების მოთხოვნთ აქცია იმართება – მოქალაქეებმა კარვები გაშალეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები აქციას მართავენ, რომლეიც მკაცრი შეღუდვების გაუქმებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წი სიმბოლური წითელი ხაზი გაავლეს. მათი თქმით, ხაზს მიღმა საბჭოთა კავშირია, ხოლო “მეორე მხარეს თავისუფალი საქართველო”.

აქტივისტების განცხადებით, პანდემიის გამო  დაწესებული შეზღუდვები დისკრიმინაციულია და ამით მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს უკარგავენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაიმართება.  მათ კარვები გაშალეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

 

 

იტვირთბა....