“როცა ქალბატონმა ეკონომიკის მინისტრმა გვაცნობა, რომ იმუშავეთ გატანის სერვისზეო, აქ ჩანს მისი არაკომპეტენტურობა ამ საკითხში, რადგან წარმოდგენა არ აქვს, ეს რა არის.
გატანის სერვისზე საუბარი არის დაცინვა. ანომალია, აბსურდის თეატრია, რომ ტრანსპორტი არ იმუშავებს. თუ არ მოხერხდება შეთანხმება, მათთვისვე უარესია.”
ამის შესახებ ბიზნესის წარმომადგენელმა ქეთი ბაქრაძემ “დღის ამბებში” განაცხადა და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.