დიეგო მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე, რომელსაც არგენტინის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ლეოპოლდო ლუკე აცხადებს, ის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი არ არის.
„თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ ვარ. ვიცი, რა გავუკეთე დიეგოს და ვიცი, როგორც გავაკეთე ეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დიეგოსთვის,“- განაცხადა ლეოპოლდო ლუკემ.
ცნობისათვის, არგენტინის პროკურატურამ გარდაცვლილი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას პირად ექიმს ბრალი წარუდგინა. გამოცემის ცნობით, ლეოპოლდო ლუკამ ფეხბურთელის მკურნალობისას შესაძლოა გურგრილება გამოიჩინა. ექიმის წინააღმდეგ გამოძიება მარადონას ქალიშვილების ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც ექიმის ქმედებები ეჭვქვეშ დააყენა.
მსოფლიო სპორტის ლეგენდა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.