არგენტინის პროკურატურამ ფეხბურთელი დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე მის პირად ექიმს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ გამოცემა Metro News წერს. გამოცემის ცნობით, ლეოპოლდო ლუკა ფეხბურთელის მკვლელობასა და დახმარების გაწევისაგან თავის შეკავებაშია ეჭვმიტანილი. მის წინააღმდეგ გამოძიება მარადონას ქალიშვილების ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც ექიმის ქმედებები ეჭვქვეშ დააყენა.
სასამართლომ მარადონას ყოფილი ექიმის სახლში ჩხრეკის ჩატარების ნებართვა გასცა. ოპერატიული მოქმედებების დროს, სამართალდამცავებმა ექიმის დოკუმენტებიდან მარადონას სამედიცინო ისტორია ამოიღეს. მანამდე, მარადონას ადვოკატმა მატიას მორლამ განაცხადა, რომ იგი ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებებს გამოიძიებდა.
მსოფლიო სპორტის ლეგენდა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: report.ge