“ჩვენ ახლა ვუახლოვდებით პიკურ მდგომარეობას, რომლის შემდეგაც იწყება სტაბილიზაცია და შემდეგ იწყება შემთხვევების კლება. ამას შეზღუდვების ეფექტიც დაემატება, რომელიც ორ კვირაში უნდა მივიღოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ წავა. არიან PCR უარყოფითი ადამიანები, 20 %-ია თითქმის, ვისაც აქვს კოვიდი, მაგრამ არ არის ვირუსგამომყოფი ცხვირ-ხახაში, ამიტომ ეს ხალხიც სტატისტიკის მიღმა რჩება.”
მაია ბუწაშვილი – ინფექციონისტი, კლინიკა “ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე.
ცნობისათვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 35 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არის ერთი ექიმი, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი დღეღამეში 4,426-ია. მხოლოდ თბილისში, ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა უკვე 2 ათასს უახლოვდება.