ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია, სამედიცინო განათლება უნივერსიტეტ “ვიტაში” მიიღო. თუმცა ირკვევა, რომ აღნიშნული სასწავლებელი უკვე 10 წელია აღარ ფუნქციონირებს, ხოლო ტავად მინისტრის დიპლომი კი გაყალბებულია. ამის შესახებ სიუჟეტი TV “პირველმა” მოამზადა.
ირკვევა, რომ “ვიტა” 1992 წელს გაიხსნა, უკვე 10 წელია კი მან ფუნქციონირება შეწყვიტა. ხოლო, შენობაში, სადაც ტიკარაძემ განათლება მიიღო, ტრიკოტაჟის ფაბრიკაა განთავსებული. ოთხსართულიან შენობაში ერთად მუშაობენ ელექტრიკოსი, ე.წ. პლასტმასშიკი, ხადავიკი, ხარატი, შემდუღებელი და ავტომობილები სმრეცხავი.
ამასთან, ირკვევა, რომ “ვიტას” დამფუძნებელია თამარ გელიაშვილია. აღმოჩნდა, რომ გელიაშვილს დღემდე ეძებენ სტუდენტები და მისი მშობლები.
ამასთან, სასწავლებლის დამფუძნებელს ეძებს პოლიციაც, ვინაიდან ის დიპლომების გაყალბებაშია ბრალდებული.
ამავე თემაზე მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.