ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შესახებ TV “პირველმა” სკანდალური სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ მინისტრს, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია, ყალბი დიპლომი აქვს.
სად მიიღო ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო განათლება, ამაზე ინფორმაცია ჯანდაცვის ოფიციალური ვებგვერდზეც წერია, საიდანაც ირკვევა, რომ ტიკარაძემ 1993-98 წლებში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა.
TV “პირველმა” სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ტიკარაძემ სამედიცინო განათლება სასწავლებელ “ვიტაში” მიიღო. ირკვევა, რომ “ვიტა” 1992 წელს გაიხსნა, უკვე 10 წელია კი მან ფუნქციონირება შეწყვიტა.
შენობაში, სადაც ტიკარაძემ განათლება მიიღო, ტრიკოტაჟის ფაბრიკაა განთავსებული. ოთხსართულიან შენობაში ერთად მუშაობენ ელექტრიკოსი, ე.წ. პლასტმასშიკი, ხადავიკი, ხარატი, შემდუღებელი და ავტომობილები სმრეცხავი.
ამასთან, ირკვევა, რომ “ვიტას” დამფუძნებელია თამარ გელიაშვილია. აღმოჩნდა, რომ გელიაშვილს დღემდე ეძებს სტუდენტები და პოლიცია. არსებული ინფორმაციით, მას პოლციია ეძებს დიპლომების გაყალბებაში სდებს ბრალს.