ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაქსიმალური ხელფასი 6 თვის განმავლობაში იყოს 1000 ლარი”- ჯანგირაშვილი ინიციატივით გამოდის

“TV კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჯანგირაშვილი გამოდის ინიციატივით, საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეადგენდეს 1000 ლარს.

კანგირასვილი პეტიციის შექმნისა და ხელმომწერების შეჰროვების ინიიატივითაც გამოდის.

“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.
P.S. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე,”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების გატარებაზე გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ სრული ჩამონათვალი. 

 

იტვირთბა....