28 ნოემბრდან შეზღუდვები მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებს არ ეხება. ამის შესახებ ინფორმაცია პრემეირმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გაავრცელა.
შეზღუდვები დაწესდება მხოლოდ მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.
ამასთან, შობა-ახალი წლის გათვალსიწინებით, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ქვეყანაში დაწესებული ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების გატარებაზე გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ სრული ჩამონათვალი.