მთავარი ციტატა

“ახალი წლისთვის მოგვეცემა შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად ჩვეულ გარემოში შევხვდეთ”- იმნაძე

“იმ შეზღუდვების პაკეტის შემდეგ, რომელიც ხვალ გამოცხადდება, თუ ყველაფერს გავაკეთებთ, ვვარაუდობთ, რომ მატება აღარ გვექნება, ანუ ვივლით დაახლოებით, ინფიცირების ამ ტემპით: 3000-4000 დღეში, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა აიტანს. შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი წლისთვის მოგვეცემა შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად ჩვეულ გარემოში შევხვდეთ.”

პაატა იმნაძე –  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები წესდება, რომელიც 24 დეკემბრიდან 28 ნოემბრამდე, შემდეგ კი, 3 იანვრიდან, 15 იანვრამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....