ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აივანზე იდგა ცოცხალი კაცი, ცეცხლმოკიდებული” – ვინ იყვნენ ხორავას ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული.

მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილები 80 და 83 წლის უსინათლო ძმები იყვნენ. ამის შესახებ “კურიერს” მეზობლებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცების გადარჩენის შანსი იყო, თუმცა 112-თან დაკავშირება დროულად ვერ მოხერხდა.

“112 არ პასუხობდა ძალიან დიდხანს. თორემ ცოცხლები იყვნენ, აივანზე იდგა ცოცხალი კაცი, ცეცხლმოკიდებული. გადარჩენის შანსი იყო, დროულად რომ ეპასუხა 112-ს. ჩვენ როცა გავიგეთ, ცეცხლი უკვე იყო ძალიან დიდი. შესვლის და იმ კაცების გამოყვანის შანსი ფიზიკურად არ არსებობდა” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ახლობლების ვარაუდით, ის ელექტროსადენებმა გამოიწვია, რადგან ბუნებრივი აირი ოჯახს არ მიეწოდებოდა.

იტვირთბა....