ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე განმარტავს, ვინ აიცრება პირველად ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის შემდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან მუშაობს, რომ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანა თავდაპირველად ვაქცინას მოსახლეობის 20%-სთვი, ანუ  700 000 ადამიანისთვის საკმარის რაოდენობას შეიძენს, რაც 17 მლნ დოლარამდე ჯდება.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია სამედიცინო მუშაკებით დაიწყება, შემდეგ კი მეორე რისკ-ჯგუფის ადამიანების აცრა მოხდება, რომელშიც  თანმხლები დაავადებების მქონე პირები შედიან.

“ყველაზე მაღალ რის-ჯგუფს  წარმოადგენენ ჩემი კოლეგები… ყველგან, იგივე აშშ-შიც ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალიდან იწყება; მეორე რისკ-ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობები; მხოლოდ ამის შემდეგ ვაქცინაცია მოხუცთა სახლების, თავშესაფრებში და ა.შ. მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მოსახლეობისთვის COVID-19-ზე ვაქცინაცია უფასო იქნება.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგოდ იმ ვაქცინას გამოიყენებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

იტვირთბა....