ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი”- ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლების გამოყენება არ განიხილება. ამის შესახებ ტიკარაძემ მტავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძემ მაგალითისთვის საერთაშორისო გამოცდილება მოიყვანა და აღნისნა, რომ ევრ ქვეყანაში მოწყობილ საველე ჰოსპიტლებში პაციენტების მკურნალობა არ მომხდარა.

„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ შემდეგ იქ არცერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტლები საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი,”- აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, საქართველოში 17 000 საწოლია, საიდანაც 5 000 სპეციფიკურია ამიტომ, 12 000 საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართა და დიდი საავადმყოფოების გვერდით სამხედრო საველე ჰოსპიტლების მოწყობისკენ მოუწოდა

 

იტვირთბა....