ურწმუნოების სისხლი მანიჭებს სიამოვნებას…
საფრანგეთის კონტრდაზვერვის ყურადღების ცენტრში მოექცა პარიზის ტერაქტების სავარაუდო ლიდერი. ერთი თვის წინ ფრანგებმა განახორციელეს საჰაერო იერიში სირიაში, რომლის მიზანიც სწორედ მისი განადგურება იყო.
გამოძიების ინფორმაციით, აბდელჰამიდ აბაუდს აქვს ახლო კავშირები ISIS ლიდერთან აბუ ბარკ ალ ბაღდადთან და მას, ასევე აქვს ახლო კავშირები „ისლამურ სახელმწიფოს“ ლიდერებთან, ISIS -ის მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან ევროპაში. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კონტრდაზვერვაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
ფრანგული მხარე დარწმუნებულია, რომ საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტები სირიაში დაიგეგმა და აბაუდს ამის შესახებ ინფორმაცია ექნებოდა, მეტიც ის თვითონ იღებდა მონაწილეობას პარიზის ტერაქტების დაგეგმვაში.
აბაუდის სახელი ასევე დაკავშირებულია მედჰი ნემუჩთან, რომელმაც მოკლა 4 ადამიანი 2014 წელს ბრიუსელში, ებრაულ მუზეუმზე თავდასხმის დროს.
„ისლამურ სახელმწიფოს“ აბოუდი 2014 წელს შეუერთდა. მან ინტერნეტში განათავსა ვიდეოები სადაც ამბობს: „ჩემთვის სასაცილო არ არის სისხლის დანახვა, თუმცა, ურწმუნოების სისხლი მანიჭებს სიამოვნებას, რადგან სულ ვუყურებდი ტელევიზიით როგორ იღვრებოდა მუსლიმების სისხლი მთელ მსოფლიოში.“