ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

20-21 ნოემბერს დიდ ქალაქებში გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტურის გამართვის მიზნით დაწესებული შეზღუდვები იხსნება.

მთავრობის დადგენილების თანახმად,  არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 20-21 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

შეგახსენებთ, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან დაწესდა. ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე.

იტვირთბა....