მთავარი ციტატა

“პრორუსობაზე საუბრობს ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირ რუსი ოლიგარქი მართავს” – უდუმაშვილი წულუკიანს პასუხობს

“პრორუსობაზე გვესაუბრება ხელისუფლება, რომელმაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლიის პროექტი, რუსეთის მოთხოვნით გააჩერა. და ზოგადად, საუბრობს ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირ რუსი ოლიგარქი მართავს. რაც შეეხება არჩევნებს, კარგად წაიკითხონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ანგარიშები, სადაც პირდაპირ არის მითითებული იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ეს შეფასებები გაკეთებულია და რაც მთავარია, მთავარი შეფასება ამ ყველაფერს მისცა ქართველმა ხალხმა და ქართველმა ამომრჩეველმა, რომლებიც ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.”

ზაალ უდუმაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ცნობისთვის, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, “ქართული ოცნების” წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “სააკაშვილი და მის მიერ მართული ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად”.

იტვირთბა....