ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ცერცვაძეს გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. ის სახლში მკურნალობს.

ცნობისათვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

იტვირთბა....