იუსტიციის ყოფილი წევრი თეა წულუკიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
როგორც წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს ვიზიტი უსვამს ხაზს საქართველოს მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსთვის.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში არსებული ვითარების ფონზე. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ადასტურებს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მკაფიოს უსვამს ხაზს საქართველოს მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსთვის,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.