ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს დღეს მაიკ პომპეო ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  ხვალ, 18 ნოემბერს, ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

უწყების ცნობით, პომპეო შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ეს.

„ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე,  ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივნის შეხვედრების პარალელურად, 18 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ამ ფორმით, ისინი მაიკ პომპეოს ეტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა.

იტვირთბა....