საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 778-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა.