ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღარ მაშინებს ვირუსივ, “პისიარი” მაქვს მინუსი”- მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა. მან ამის შესახებ ინფორმაცია პირად “youtube” არხზე გაავრცელა.

მიტროპოლიტმა გამოჯანმრთელების გამო კორონავირუსზე ლექსიც კი დაწერა.

“ჩემი ავადმყოფობის მოკლე ისტორია ყველას გმადლობთ ლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის! პირველი სიმპტომები შაბათს, 31.10 გამომაჩნდა. თავიდან უბრალო გაცივება მეგონა, მაგრამ შემდეგ დავკარგე ყნოსვა და გემო, მიჭირდა გამოღვიძება და ცხვირში და ყელში ამოსუნქვისას სიმხურვალეს ვგრძნობდი. პირველი “პისიარ” ანალიზი, რომელმაც ვირუსი დამიდასტურა, ოთხშაბათს, 4.11 გავიკეთე. კვირის ბოლოს ავადმყოფობამ უკან დაიხია. თვითიზოლაციაში 2 კვირა გავატარე და გუშინ, 14.11 ჯერ სწრაფმა ტესტმა, ხოლო, მოგვიანებით “პისიარმა” უარყოფითი პასუხი აჩვენა, ანუ ვირუსი აღარ მაქვს. ამ მიზეზის გამო მცირე ლექსიც კი შევთხზი: აღარ მაშინებს ვირუსი: “პისიარი” მაქვს მინუსი”, – წერს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

ცნობსთვის, 7 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსით დაინფიცირდა.

იტვირთბა....