ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიტროპოლიტი ნიკოლოზი კორონავირუსით დაინფიცირდა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სასულიერო პირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას თავდაპირველად გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაუქვეითდა, ამის შემდეგ PCR ტესტირება გაიკეთა და ვირუის დაუდგინდა.

“მე მომეცა საშუალება გამეკეთებინა ტომოგრამა. სისხლის ანალიზიც ავიღე, ანალიზი ნორმალური მაქვს, აქ ოდნავი დაზიანება ფილტვებზე არსებობს. მე რა თქმა უნდა, მაქვს საშუალება და ვსარგებლობ ამ საშუალებით, საუკეთესო ექიმებთან გავდივარ კონსულტაციას. ბატონი ამირანიც საქმის კურსშია და მე პირადად ვიცნობ იმ ექიმებს ვინც მკურნალობენ და მათთან გავიარე კონსულტაცია”,-ამბობს მეუფე ნიკოლოზი ვიდეომიმართვაში.

იტვირთბა....