საქართველოში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 733-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი.