ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აღნიშნული უწყების ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 735 პაციენტიდან 334 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში,  კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 3 387 პირი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....