აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“დავჯდეთ და მათ სიკვდილს ვუყუროთ?” – პარლამენტის წინ მოშიმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ

შუქრუთელების უკიდურესი ფორმით პროტესტი 29-ე დღეა გრძელდება. პარლამენტის წინ მოშიმშილეებს უკვე ქალებიც შეუერთდნენ და მათაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. თითქმის ერთი თვეა ჭიათურელები პროტესტის რეჟიმში არიან, რამდენიმე მათგანმა პირიც ამოიკერა. ისინი პრემიერ კობახიძეს შეხვედრას სთხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ მოთხოვნით წერილიც შეიტანეს, თუმცა, მთავრობის მეთაური მათ არ ხვდება. შუქრუთელები ხელისუფლებას პროცესში ჩართვას სთხოვენ, იმისთვის, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

“შესაძლებელია კომაში ჩავარდეს რომელიმე შაქრის გამო, არც წნევები აქვთ ნორმალურად. ჩვენ დედები ვართ, ჩვენ ხელში გაზრდილი ბავშვები არიან. დავჯდეთ და მათ სიკვდილს ვუყუროთ? ჩვენც ვიშიმშილებთ მათთან ერთად.” – აცხადებს პროტესტის მონაწილე ვერა კუპატაძე.

შეგახსენებთ, შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობა უკვე თვეებია ეწინააღმდეგება მათ საცხოვრებელ ტერიტორიებზე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობას, რის შედეგადაც მათი სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად საშიში გახდა.

იტვირთბა....