ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნის ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 3 387 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან 34 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა  16 888 არის.  აქედან 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ დროისთვის, საკარანტინე სივრცეში  2 326 პირი მკურნალობს.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 267 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში   47 548 პირი იმყოფება.

იტვირთბა....