აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება | რომელ ქალაქშია ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი

30 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ინფორმაციას ამის შესახებ air.gov.ge-ზე გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე ქუთაისში ლადო ასათიანის #98 -ზე არსებულ სადგურზე ფიქსირდება. 103.24 PM10 მკგ/მ3 (PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი (იგივე მიკრომეტრი) ან უფრო ნაკლები. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3).

იტვირთბა....