აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობა წლების განმავლობაში გყავდეს გაუჩერებელი ტერორის ქვეშ და ყოველდღე ახსენებდე სიკვდილს”- ნიკა გვარამია

ბიძინა ივანიშვილი ტერორისტია, პირდაპირ ვამბობ, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ახლო წარსულის ტრავმები უკავშირდება ომს, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ომის შეხსენება ტერორია.

“არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობა წლების განმავლობაში გყავდეს გაუჩერებელი ტერორის ქვეშ და ყოველდღე ახსენებდე სიკვდილს, ომს და უბედურებას. მით უმეტეს, ქვეყანა, რომლის ახლო წარსულის ტრავმები უკავშირდება ომს. მეტი კი არაფერს ჰქვია ტერორი. ხალხის დახოცვა კი არ არის, ტერორი არის ხალხის შიშში ყოფნა და ამისი ინსპირაცია. 27 სექტემბერს, ძალიან ტრაგიკულ დღეს რომ იღვიძებს ქართველი და მით უმეტეს დევნილი და ხედავს სიკვდილის ფოტოებს ბილბორდებზე და ამას ბავშვებიც უყურებენ – ამას ჰქვია ტერორი”, – განაცხადა გვარამიამ.

იტვირთბა....