ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიშო მეძახდა წამოვხტი, შუქები ჩამქრალი იყო, “ლოჯში” მიშოს ცხედარი ეგდო!” – სასტიკი მკვლელობის ცოცხალი მოწმე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის მოწმე, დაზარალებული ლევან შაბურაშვილი, “ნიუსპოსტთან” მკვლელობის დეტალებს ჰყვება და აცხადებს, რომ 36 წლის მიშო მელიქიშვილს ყელი, ნაცნობმა ნიკა ნარიმანიძემ გამოჭრა.

მისი თქმით, ქალი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული დანაშაულის თანამონაწილეა.

“გუშინ, ჩემმა მეგობარმა, მიშომ ნებართვა მთხოვა, შეიძლებოდა თუ არა ჩემს საცხოვრებელ სახლში, მისი მეგობარი ნიკა ნარიმანიძე ამოსულიყო. ბუნებრივია დავთანხმდი, ეს კაცი მალევე ამოვიდა და ლუდის სმა დაიწყეს. მას თან გოგო ახლდა, გაგვაცნო როგორც მისი მეგობარი ქალი, ეს გოგო, მალევე წავიდა, ნიკამ გააცილა, თვითონ კი ისევ ამობრუნდა ჩვენთან. რადგან კომენდანტის საათი იყო, სტუმარს ვუმასპინძლე და ნება დავრთე დარჩენილიყო. მათ დალევა გააგრძელეს. მე რახან დილით ადრე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, დასაძინებლად წავედი. ამასობაში კარების ხმა გავიგე – ეს გოგო ისევ ამობრუნდა…

რამდენიმე წუთში, ყვირილის ხმა გავიგე – მიშო მეძახდა ლევან… წამოვხტი, შუქები ჩამქრალი იყო, “ლოჯში” მიშოს ცხედარი ეგდო! გადავაბრუნე, ყელი ჰქონდა გამოჭრილი. ნიკამ უკან ხელი მომხვია და ყელზე დანა გამომისვა, მისი შეკავება შევძელი, დანა წავართვი და დავაგდე.

ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, ეს გოგო კი მაჩუმებდა და მაკავებდა. ის ჩვეულებრივი მკვლელია, მისი გვარი არ ვიცი. ანის ეძახდა.

ღვთის წყალობით, ორივეს დაუსხლტდდი. კაცი გამომეკიდა, მეზობლები არ შეყარო, მთვრალი ხარ უბრალოდო… მეჯიკავებოდა. არ მახსოვს, როგორ აღვმოვჩნდდი მესამე სართულზე არ ვიცი! ეს აუბრუნებულა და ჩემს სახლში კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გაუჩენია”- აცხადებს შაბურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. აღნიშნული მკვლელობა თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრის ლევან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის საცხოვრებელ ბი­ნა­ში მოხდა.

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავა.

იტვირთბა....