აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

„სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ მილიონ ლარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას”- მერაბ დვალიშვილი

საქართველოს UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას საქართველოს მთავრობა ჯილდოს გადასცემს 1 000 000 ლარის ოდენობით – აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. განცხადებას UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა

“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”,- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

იტვირთბა....