საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობითვე, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო
საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა.
კლების ტენდენცია იყო ენერგეტიკის სექტორში.