ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა მხარემ უნდა აჩვენოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა”- ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების შეხვედრაზე

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციის ლიდერებისა და ხელისუფლების შეხვედრას ეხმიანება, რომელიც ამ წუთებში ამერიკის შერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

როგორც ჰარცელმა შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ყველა მხარე გამოიჩენს პასუხისმგებლობას.

“ბოლო დღეებია მოვუწოდებ მხარეებს, რომ კარგი იქნება თუ შემდგარ მოლაპარაკებას ვიხილავთ. საბოლოოდ, ყველა მხარემ უნდა აჩვენოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რისი იმედიც მაქვს”, – თქვა კარლ ჰარცელმა ფორმულასთან საუბარში.

ცნობისთვის, ამ წუთებში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერები ამერიკის შერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

 

იტვირთბა....