ამ წუთებში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერები ამერიკის შერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.
მმართველი პარტიიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრება. ადგილზე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძე, “პატრიოტა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი და “ლეიბორისტული” პარტიიდან შალვა ნათელაშვილი.