“ადამიანებო! გოგოს აქვს კოვიდი. ორი დღეა სიცხიანია. ჰყავს მოხუცი მშობლები და შშმ პირი ძმა” – ამის შესახებ ყველის გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სპეციალურ მიმართვაში წერს.
“ვერ სუნთქავს რომ მელაპარაკება. წადი და შეამოწმე, გადაამოწმეო ან სასწრაფო მოვაო – ორი დღის ლოდინის მერე ეუბნებიან… არ მოდის სასწრაფო… ვისაც ხელი მიგიწვდებათ. დამაკვალიანეთ რა ვქნა. რითი დავეხმაროთ???”” – აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.