აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეთ ჰაჯიევი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შესახებ დადებულ შეთანხმებაში საფრანგეთის როლზე საუბრობს.
როგორც ჰაჯიევი აცხადებს, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთს არანაირი წვლილი არ შეუტანია.
მისივე თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები ახმოვანებენ ცალმხრივ, მიკერძოებულ და არაობიექტურ განცხადებებს.
“მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, თავისი მანდატის შესაბამისად, ნეიტრალური მხარის როლს უნდა ასრულებდეს, იგი აშკარად ატარებს პრო-სომხურ პოლიტიკას და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს აზერბაიჯანს.
ალბათ, საფრანგეთი ამ საკითხში რუსეთის როლზე ეჭვიანობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე ყველაფერს ამბობს. ახლა საფრანგეთი ცდილობს იმაზე მეტად სომეხი იყოს, ვიდრე თავად სომხები არიან. საფრანგეთს არა აქვს უფლებამოსილება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სახელით ისაუბროს,“- განაცხადა ჰიკმეთ ჰაჯიევმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.