აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს.
ამავე შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
გადაწყვეტილებას სომხეთში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მათი ნაწილი კი მთავრობის სახლში შეიჭრა.
რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია.