“ნაციონალური მოძრაობი” ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხდადებით, პარტია ოთხი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას უერთდება. ამის შესახებ მან “ლელოს” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ოპოზიცია საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.
“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და გავდივართ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს განსახორციელებელი უახლოეს მომავალში, ეს შეეხება იმ აქციებს, რომელიც გუშინ უკვე დაანონსდა და გავიარეთ ამ აქციების საორგანიზაციო საკითხები. გარდა დიდი აქციებისა, განვიხილეთ შუალედებში სხვადასხვა პროტესტის ფორმები. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია არის ერთიანი. ამასთან “ნაციონალური მოძრაობა” უერთდება 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით და ხელს აწერს ამ დოკუმენტს” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისათვის, ოთხი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი პოზიციას არ ცვლიან და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
“ნაციონალრ მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.