aviabiletebi
მთავარი ციტატა

“როდესაც ხელისუფლებაში კედელთან მიყენებულად გრძნობენ თავს, სრულიად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ” – ლაგაზიძე

“ის, რასაც ცდილობს ხელისუფლება, რომ ინტერპრეტაცია მოგვაწოდოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოძახილი, რომ ხელისუფლებას იქ ნერვებმა უღალატა. გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ სრულ ისტერიკაში. რისი მიღწევა უნდოდათ ამით, ჩემთვის გაუგებარია. სწორედ ასეთი ხელისუფლება არის ყოველთვის ყველა დროში და ყველა ქვეყანაში ყველაზე მეტად საშიში, როდესაც ისინი კედელთან მიყენებულად გრძნობენ თავს, სრულიად არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხათუნა ლაგაზიძე – ანალიტიკოსი

“პალიტრანიუსი”

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....