ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუნთქვა გაუჭირდა აქციის რამდენიმე მონაწილეს – ცესკოსთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს. სუნთქვა გაუჭირდა აქციის რამდენიმე მონაწილეს. ეზო სპეცრაზმით არის სავსე. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. მათივე ცნობით, გაიცა გაფრთხილება და როგორც ჩანს, ისევ ემზადებიან წყლის ჭავლით დასაშლელად. სავარაუდოდ, მოსალოდნელია რეზინის ტყვიების გაშვებაც.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია შსს-მ ოფიციალური განცხადებით უარყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ღობის გარღვევას ცდილობენ. ისინი პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, სამართალდამცველები კი ხალხის წინააღმდეგ ძალას და წყლის ჭავლს იყენებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. ვადა 20:00 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ, აქციის მონაწიელეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მმართველ გუნდს უნდობლობას უცხადებენ.

 

 

იტვირთბა....