ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ნოემბერს +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 11-13 ნოემბერს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

მათივე ცნობით, თბილისში 9-10 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 11-13 ნოემბერს კი მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ნოემბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

იტვირთბა....