ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვის სჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, ვერ გამოვიდნენ 90-იანებიდან” – ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გუშინ, ცესკოსთან მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:

“ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები , სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან. დემოკრატია კომპლექსური პროცესია – ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია , ინსტიტუტები .. დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია – თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა”, – წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს  ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით  ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.

იტვირთბა....